პროფესიული ჯგუფის მიერ გაწეული მუშაობის მოკლე ანგარიში
სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფს სამინისტროს მიერ ჩაუტარდა ოთხდღიანი ტრენინგები. წევრებმა ეს მასალები გააცნეს სკოლის დირექტორს და პედაგოგიურ კოლექტივს, შემდეგ კი დაიწყო აღნიშნული პროექტის განხორციელება სკოლაში.
პროფესიული განვითარების ჯგუფის მიერ მოხდა მასწავლებლების გამოკითხვა და მათთან ერთად შემუშავდა სამოქმედო გეგმა ,რომელიც წარვადგინეთ სამინისტროში.მასწავლებელთა მოთხოვნებით დაიგეგმა ტრენინგის ჩატარება წლისა და ყოველდრიურ გეგმაზე და შევჯერდით, სკოლაში შემუშვებულიყო წლის სამუშაო გეგმა. მასწავლებლები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ საქმეს და კარგადაც იმუშავეს.
ამის შემდეგ შედგა სამინისტროს კონსულტანტთან ჩვენი შეხვედრები და თბილისში ჩატარდა საგნობრივი ტრენინგები. მასწავლებლებმა მოვისმინეთ და კოლეგებს გავუზიარეთ მიღებული გამოცდილება.
სკოლაში განხორციელდა კვლევა მოსწავლეთა დენადობაზე და ამ კვლევით წარვსდექით სამინისტროს რესპუბლიკურ კონფერენციაზე. კვლევამ დიდი მოწონება დაიმსახურა. მადლობითა და ფასიანი საჩუქრებით დაბრუნდა კონფერენციიდან ქალბატონი მ. მიხანაშვილი. სკოლაში ამ ჯგუფის მიერ დაიგეგმა არაერთი ინტეგრირებული გაკვეთილი ასევე ე. ადეიშვილისა და მ.მიხაშვილის მიერ გამოიცადა ლექციური მეთოდის აქტიური და პასიური ფორმა , დაიდო სარეკომენდაციო მასალა. მ.ბერუაშვილმა პედაგოგ ლ.სამხარაძესთან ერთად დაგეგმა გაკვეთილი ბიოლოგიაში 11-ე კლასში,რომელსაც ესწრებოდა მაგისტრანტი გორის უნივერსიტეტიდან და მასალა გამოიყენა მის მიერ ჩატარებული კვლევისათვის.
დიდი გამოცოცხლება და სიხალისე შეიტანა პროექტმა ,რომელიც თვალსაჩინოების სასწავლო პროცესში ჩართვას ეხმიანებოდა. თითოეული მასწავლებლის მონაწილეობა თვალსაჩინო იყო.სასწავლო რესურსების გამოფენა-დათვალიერებისათვის მზადების პროცესში აქტიურად ჩაება სკოლის დირექტორი და მთელი ადმინისტარაცია. მასწავლებლები:ჯულეტა ბედოშვილი, თამარ ამბოკაძე ,მარიკა კარელიძე, ვერა იორამაშვილი, მაია შარაშენიძე, ნინო ეფხოშვილი და მთლიანად კოლექტივი ერთობლივად ზრუნავდა, რომ გამოფენა საინტერესო და მრავალფეროვანი გამოსულიყო.
პროფესიული განვითარების ჯგუფის სახელით დიდი მადლობას ვუხდით ყველას თანადგომისა და თანამშრომლობისათვის, რაც არის საწინდარი იმისა,რომ მეშვიდე სკოლის კოლექტივი იყოს ერთიანი და წარმატებული.
Комментариев нет:
Отправить комментарий