среда, 8 января 2014 г.

პროფესიული განვითარების ჯგუფის ფუნქციები და მოვალეობები


  • კოლეგებს შორის ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთდახმარების კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
  • განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე, ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ზოგადი განათლების კანონში არსებულ ცვლილებებზე ინფორმაციის მიწოდება კოლეგებისათვის;
  • საკუთარი და კოლეგების საჭიროებების დადგენა და ანალიზი. ანალიზზე დაყრდნობით როგორც საკუთარ, ასევე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • სასწავლო პროცესზე დაკვირვება და კოლეგების კონსულტირება;
  • ურთიერთდახმარება სასწავლო პროცესის ანალიზსა და გამოვლენილი პრობლემების გადაჭრაში;
  • საჭიროებიდან გამომდინარე, ტრენინგების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების ხელშეწყობა;
  • პროფესიული განვითარების ჯგუფის მუშაობის პერიოდული ანგარიშები კოლეგების წინაშე;
  • შეხვედრების მოწყობა მშობლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან- მათი ჩართვა სკოლის განვითარების პროცესში.

Комментариев нет:

Отправить комментарий